Accessibility links

ოპეკი და რუსეთი შეთანხმდნენ ნავთობწარმოების შემცირების მონიტორინგზე


ოპეკი

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკის) და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრები აცხადებენ, რომ მოილაპარაკეს მეთოდზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ნავთობის წარმოების შეკვეცაზე შეთანხმების მონიტორინგი. წარმოების შეკვეცის მიზანია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის განცხადებით, მწარმოებლებმა დღეში უკვე 1,5 ბარელით შეკვეცეს ნავთობის წარმოება, რაც მიზნად დასახული მოცულობის 80%-ზე მეტია. კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმაც, რომელმაც „წარმატებული“ უწოდა ნავთობწარმოების შეკვეცაზე შეთანხმებას. ოპეკის წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ვენაში შეხვდნენ ოპეკის არაწევრი რუსეთისა და ომანის მინისტრებს, რათა მოელაპარაკებინათ მეთოდზე იმის შესამოწმებლად, ასრულებს თუ არა 10 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას მასზე ხელმომწერი 24 ქვეყანა. დეკემბრის შემდეგ, ნავთობის ფასი, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. 20 იანვარს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ღირდა 55,5 დოლარი - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. მონიტორინგის მექანიზმი ითვალისწინებს საგანგებო კომიტეტის მიერ ქვეყნების მიერ მიწოდებული მონაცემების შედარებას საერთაშორისო ორგანიზაციების ხელთ არსებულ მონაცემებთან და დადებითი შეფასების გამოთქმა მხოლოდ სრული თანხვედრის შემთხვევაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG