Accessibility links

ოსკარი „მთვარის შუქს“ - მცირე გაუგებრობის შემდეგ


ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკული კინოაკადემიის პრემიით, „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ამჯერად მცირე გაუგებრობა მოხდა: საუკეთესო ფილმის გამოცხადებისას, ჯერ დაასახელეს „ლა ლა ლენდი“, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ჯილდო სინამდვილეში კინოფილმ „მთვარის შუქს“ მიენიჭა. როცა "ლა ლა ლენდის" გადამღები ჯგუფის წევრები უკვე სცენაზე იყვნენ ასული და მადლობას იხდიდნენ ოსკარისათვის, მათ სიტყვა შეაწყვეტინა ოსკარით დაჯილდოების ცერემონიის პროდუსერმა, ჯორდან ჰოროვიცმა - მაპატიეთ, არა, შეცდომა მოხდა, "მთვარის შუქმა" მიიღო საუკეთესო ფილმის ჯილდოო. საუკეთესო უცხოენოვან ფილმად კი აღიარეს ირანელი რეჟისორის, ასღარ ფარჰადის „კომივოიაჟერი“. თავად ფარჰადი არ დასწრებია დაჯილდოვების ცერემონიას, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობის გამო, დროებით აეკრძალა შვიდი მულისმური ქვეყნის, მათ შორის ირანის მოქალაქეების შეერთებულ შტატებში ჩასვლა. ზოგადად, ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიაზე არაერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა - კრიტიკული განცხადებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით. მუზიკლ “ლა ლა ლენდს” ერგო ყველაზე მეტი, ექვსი ოსკარი - მათ შორის ოსკარები რეჟისორ დემიენ ჩაზელისა და ქალის როლის სუკეთესო შემსრულებლის, ემა სტოუნისათვის. მსახიობი მამაკაცებიდან წელს ქეისი აფლეკი გამოარჩიეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG