Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გლოვის დღეა


ბაჩა ხანის უნივერსიტეტის შენობა
ბაჩა ხანის უნივერსიტეტის შენობა

პაკისტანში ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული, მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა სისხლიანი იერიში განახორციელეს უნივერსიტეტზე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში, დახოცეს სტუდენტები და მასწავლებლები, სანამ ოთხ თავდამსხმელს პაკისტანის არმია გაანადგურებდა. ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 21-ს გაუტოლდა, მას შემდეგ, რაც 21 იანვარს კიდევ ერთი დაჭრილი სტუდენტი გარდაიცვალა. სამთავრობო დაწესებულებებზე და პარლამენტის შენობაზე ნახევრად დაშვებულია ეროვნული დროშები, პოლიცია გაძლიერებულად იცავს სკოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში, სადაც სკოლებმა დაუმორჩილებლობის ნიშნად გააგრძელეს მუშაობა, თავდასხმის მიუხედავად. პროვინციის განათლების მინისტრის, არიფ ხანის თანახმად, მუშაობა დროებით შეწყვიტეს მხოლოდ ბაჩა ხანის უნივერსიტეტმა და მასთან კავშირის მქონე კიდევ ერთმა სასწავლებელმა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანისგან გამოყოფილმა ფრაქციამ. 20 იანვრის თავდასხმა ჰგავდა 2014 წლის დეკემბერში ფეშავარის სკოლაში მოწყობილ სისხლისღვრას, სადაც ექსტრემისტებმა დახოცეს 140-ზე მეტი ბავშვი და სკოლის თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG