Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ ფალუჯაზე იერიში დაიწყო


ფალუჯა, 2016 წლის 29 მაისი
ფალუჯა, 2016 წლის 29 მაისი

ერაყის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ძალებმა დაიწყეს ქალაქ ფალუჯაზე შეტევის ოპერაცია. ფალუჯას "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ 30 მაისს ფალუჯის სამხრეთში, ნაიმიის ოლქში, ისმოდა აფეთქების და სროლის ხმა.

სავარაუდოდ, 50 ათასი მოქალაქე იმყოფება კვლავ ფალუჯაში, დედაქალაქ ბაღდადიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქში, რომელიც უპირატესად სუნიტებით არის დასახლებული. ბაღდადიდან იტყობინებიან ორი აფეთქების შესახებ, რომლებიც ავტომანქანით და მოტოციკლით მოძრავმა თვითმკვლელებმა მოაწყვეს. მოკლულთა რაოდენობა ოცია. ფალუჯის კვლავ დაბრუნების ოპერაცია 22 მაისს დაიწყეს ერთობლივად ერაყის არმიამ და ირანის მხარდაჭერით მოქმედმა შიიტთა რაზმებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაცია. 29 მაისს ერაყის არმია იტყობინებოდა, რომ მისმა მეომრებმა ქალაქის გარშემო ტერიტორიის 80 პროცენტი დაიკავეს. ფალუჯა ერაყის პირველი ქალაქი იყო, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა 2014 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG