Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფელპსი დამარცხდა ზვიგენთან „შეჯიბრში“


დიდ თეთრ ზვიგენთან ამერიკელი მოცურავის, მაიკლ ფელპსის შეჯიბრი 28-გზის ოლიმპიური მედალოსნის დამარცხებით დასრულდა. ფელპსის მოწინააღმდეგე იყო კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი გამოსახულება.

რეკორდსმენი ათლეტი, რომელიც მუდამ იმეორებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იცურავებდა ნამდვილ ზვიგენთან, ივლისის დამდეგს სამხრეთ აფრიკაში, კეიპ-ტაუნში, გალიის მეშვეობით პირისპირ მიუახლოვდა ორ ზვიგენს.

„ცურვაში შეჯიბრისას“, ფელპსმა ხელოვნური ფარფლის გამოყენებით ღია ოკეანეში 100 მეტრი გაცურა 38,1 წამში, მაშინ როდესაც „ზვიგენმა“ იგივე მანძილი 36,1 წამში დაფარა.

„დისკავერი ჩანელმა“, რომელმაც ეს შეჯიბრი მოაწყო, დაამონტაჟა კომპიუტერული გრაფიკის ჩანაწერი ფელპსის ცურვის ჩანაწერზე, რათა შეექმნა შეჯიბრის ილუზია.

ადმიანის ცურვის სიჩქარე, ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის გარეშე, აღწევს 8-10 კმ/სთ-ს, ხოლო დიდი თეთრი ზვიგენისა - 40 კმ/სთ-ს. (ვიდეო: როიტერი)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG