სამოქალაქო ომი და სტიქიური კატასტროფები, პანკების საპროტესტო აქციები, კოსმოსიდან გადმოხტომა თუ ოლიმპიური ტრიუმფი... ეს ფოტოსურათები მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა 2012 წელს.
2012 ფოტოებში
11
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინის დასავლეთით მდებარე სოფელ იეზერცის მცხოვრებს შეშა გადააქვს 31 იანვარს. კოსოვოში ტემპერატურამ -18 გრადუსს მიაღწია. (Reuters/Hazir Reka)
12
შიიტი სასულიერო პირის, მუყტადა ალ-სადრის ერაყელი მომხრეები 9 თებერვალს ჩრდილოეთ ბაღდადში, შიიტურ უბანში აფრიალებენ ეროვნულ დროშებს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გასვლის აღსანიშნავად. (AFP/Ali Al-Saadi)
13
შუქნიშანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სურათით მოსკოვში, 10 თებერვალს. პუტინის სურათი ქალაქის სხვადასხვა რაიონში იყო მიკრული შუქნიშნებზე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. წარწერაზე ვკითხულობთ „შეჩერდი“. (Reuters/Sergei Karpukhin)
14
თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის (ცენტრში) მეორე ვადით ინაუგურაცია 17 თებერვალს, დედაქალაქ აშხაბადში. ბერდიმუხამედოვს ხმების 97%-ზე მეტი ერგო 12 თებერვალს გამართულ არჩევნებში. (Reuters)
15
ავღანელი მამაკაცები ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაიძახიან ჯალალაბადის პროვინციაში გამართულ დემონსტრაციაზე 22 თებერვალს. არეულობების დროს, რის მიზეზიც გახდა ავღანეთში ნატოს მთავარ ბაზაზე ყურანის ეგზემპლარების დაწვა, სულ ცოტა 26 ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. (Reuters/Parwiz)
16
ქალი იცდის საარჩევნო ურნასთან, სანამ საარჩევნო კომისიის წევრები მას რეგისტრაციაში ატარებენ ირანის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 მარტს. (Reuters)
17
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თვალცრემლიანი მიმართავს თავის მომხრეებს 4 მარტს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე. პუტინმა გაიმარჯვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც გაინაღდა პრეზიდენტობის ახალი, ექვსწლიანი ვადა, ოპონენტების განცხადებით, გაყალბებული კენჭისყრის შედეგად. (Reuters/Denis Sinyakov)
19
საპატიო ყარაულს სახეზე თურქმენეთის სახელმწიფო დროშა ეფარება კიევში თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვიზიტისას, 13 მარტს. (Reuters/Gleb Garanich)
20
ავღანელები იკრიბებიან "სახის სამლოცველოსთან" ქაბულში, 20 მარტს, ნოვრუზის დაწყების აღსანიშნავად. ნოვრუზს - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულს - მთელს რეგიონში აღნიშნავენ. (AFP/Massoud Hossaini)
21
ერაყელი ქურთები ანთებული ჩირაღდნებით ხელში ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ირბილში 20 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულზე. (epa/Kamal Akrayi)