Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა მსოფლიო დღე: თქვენ რას წაიღებდით თან?

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს იძულებული ხართ, წინასწარ გაუფრთხილებლად მიატოვოთ თქვენი სახლი. რას წაიღებდით თან? რაღაც აუცილებელს თვითგადარჩენისთვის? საყვარელ შინაურ ცხოველს? ან იქნებ განსაკუთრებულ მოგონებებთან დაკავშირებულ ნივთს? ეს კითხვები დასვა საჯაროდ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა 20 ივნისს, ლტოლვილთა მსოფლიო დღეს (http://www.unhcr-centraleurope.org/1family/). მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი კითხვები ზოგიერთი ოჯახისთვის უშუალოდ მათი ცხოვრების ნაწილია. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ლტოლვილები. ისინი გვაჩვენებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნივთს, რაც სახლის დატოვებისას წაიღეს თან.

XS
SM
MD
LG