Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
Привет კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
ძიება
რადიო
რადიო
ძიება
წინა
შემდეგი
Breaking News
ფოტოგალერეა
სპორტის ღირსშესანიშნავი მომენტები 2012 წელს
დეკემბერი 08, 2012
2012 მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების წელი იყო: ლონდონის ოლიმპიური თამაშები, პარაოლიმპიური თამაშები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი... ამ გალერეაში თავმოყრილია გასული წლის გამორჩეული სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები.
1
სნოუბორდისტ ქალთა მსოფლიო თასის ფინალური შეჯიბრება შვეიცარიაში, 22 იანვარს. ტურნირში გაიმარჯვა აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდსი ჯეკობელისმა. (epa/Jean-Christophe Bott)
2
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონის" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ლიგის მატჩში "მალაგის" წინააღმდეგ გატანილ გოლს ზეიმობს იანვარში. მესიმ შარშან მოხსნა გერდ მიულერის 40-წლიანი რეკორდი ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით. მესიმ ეს 13 დეკემბერს მოახერხა, როცა წლის 88-ე გოლი გაიტანა.
3
30 იანვარს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რაფაელ ნადალს ამარცხებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მელბურნში. (epa/Masr Irham)
4
რამდენიმე თვის შემდეგ ნადალმა რევანში აიღო. 11 ივნისს მან ჯოკოვიჩი დაამარცხა და პარიზში, "როლან გაროსის" კორტებზე, მეშვიდედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. (Reuters/Benoit Tessier)
5
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იტალიელ სარა ერანისთან მატჩის დროს პარიზში 9 ივნისს. საფრანგეთის ღია ჩემპიონატში ჩოგბურთელ ქალთა ფინალურ მატჩში შარაპოვამ გაიმარჯვა. (AFP/ Pascal/Guyot)
6
კუშტი - ტალახში ჭიდაობა ინდოეთის დედაქალაქ დელიში 13 ივნისს. კუშტი ტრადიციული ინდური სპორტია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ინაცვლებს ტალახიდან ხალიჩაზე, რათა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებისკენ გაიკვალონ გზა. (Reuters/Parivartan Sharma)
8
21 ივნისი, "ევრო 2012". პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრისტიანო რონალდო (მარცხნივ) დავიდ ლიმბერსკისთან ორთაბრძოლაში ჩეხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩისას ვარშავაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. (epa/Oliver Weiken)
9
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს, დავიდ სილვას თავით გააქვს პირველი გოლი იტალიის ნაკრების კარში. ევროპის ჩემპიონატის ამ ფინალურ მატჩში, რომელიც კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა 1 ივლისს, ესპანელებმა დაამარცხეს იტალიელები - 4:0. ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ სამი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირი მოიგო - ევროპის ორი და მსოფლიოს ერთი ჩემპიონატი. (AFP/Giuseppe Cacace)
10
ვლადიმირ კლიჩკოსა (უკრაინა) და ტონი თომპსონის (აშშ) 7 ივლისს გამართული ორთაბრძოლის მომენტი. უკრაინელმა მოკრივემ (მარჯვნივ) ეს ბრძოლა მოიგო და შეინარჩუნა მძიმე წონის მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ვერსიებით. (AFP/Fabrice Coffrini)
11
ყაზახეთის ნაკრების წევრი, ველოსიპედისტი ალექსანდრ ვინოკუროვი საგზატკეცილო ველორბოლაში გამარჯვებას ზეიმობს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს. (Reuters/Stefano Rellandini)
ჩამოტვირთე მეტი
სპორტის ღირსშესანიშნავი მომენტები 2012 წელს
Back to top
XS
SM
MD
LG