Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია "ტერორისტულ აქტად" აფასებს ბარსელონაში მომხდარ თავდასხმას


პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ტურისტულ ცენტრთან
პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ტურისტულ ცენტრთან

ესპანეთის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა, როცა ბარსელონის ტურისტულ რაიონში მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. პოლიცია მომხდარს "ტერორისტულ აქტად" აფასებს.

კატალონიის რეგიონის პრეზიდენტმა, კარლეს პუიჯმონტმა განაცხადა, რომ პოლიციამ ორი პირი დააკავა მომხდართან დაკავშირებით. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" - იუწყება ამ ჯგუფთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი ბარსელონაში ჩადის, უსაფრთხოების ზომების კოორდინირების მიზნით. "ტერორისტები ვერასოდეს გაანადგურებენ ერთიან ხალხს, რომლებსაც თავისუფლება ურჩევნიათ ბარბაროსობასო", განაცხადა მან.

სამეფო კარმა თავდამსხმელებს უწოდა "მკვლელები, ბოროტმოქმედები" და დასძინა, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენში ტერორის დათესვასო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ესპანეთის მთავრობას გამოძიებაში დახმარება შესთავაზა და განაცხადა, "მსოფლიოს გარშემო ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაძებნად და სამართლის წინაშე წარსადგენადო".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, ბრიტანეთი ესპანეთის გვერდით დგას ტერორთან ბრძოლაშიო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მოუწოდა გაერთიანდეს "ტერორის ძალებთან უკომპრომისო ბრძოლაში".

ბარსელონაში წელიწადში 11 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. მანქანების ადამიანებისთვის შეჯახების პრაქტიკა ექსტრემისტებმა ბოლო პერიოდში ბევრგან გამოიყენეს ევროპაში, მათ შორის ნიცაში, ბერლინში, ლონდონსა და სტოკჰოლმში. თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG