Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიანი "სათამაშო მოედნები”

ნებისმიერი ბავშვი თამაშით შეიცნობს მის გარშემო არსებულ გარემოს. სამყაროს "ათვისების" პროცესი, ზოგ შემთხვევაში, ჭუჭყიან ორმოებსა თუ სხვა სახიფათო ადგილებზე ხორციელდება. ბავშვებისთვის ასეთი დაბინძურებული ადგილები სინამდვილეში შთამბეჭდავი, ეპიკური თავგადასავლების წყაროა - ამაღელვებელი შებრძოლებები, ირგვლივ უსასრულო რაოდენობის გმირები და მტრები, სხვადასხვა მისტიკური არსებები. ბავშვის წარმოსახვას იგი რეალურიდან ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს. ბავშვისთვის ნებისმიერი სივრცე შეიძლება იქცეს ერთ დიდ, გასართობ პარკად, სადაც ექოდ მუდამ მისი სიცილის ხმა ისმის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG