Accessibility links

2 მაისს გაიმართება ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

2 მაისისთვის დაიგეგმა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც თბილისის დროით უნდა გაიმართოს 20:30 საათზე. ამ დღეს თავის იშვიათ ვიზიტს მართავს რუსეთში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის და პუტინის საუბრის თემა იქნება სირიის სამოქალაქო ომი, რომელშიც მოსკოვი მხარს უჭერს სირიის მთავრობას და პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, ხოლო აშშ - მეამბოხეებს და ცდილობს დაამხოს ასადი.

ტრამპმა გასულ თვეში ბრძანება გასცა, დაებომბათ სირიის სამხედრო ბაზა იმის საპასუხოდ, რომ სავარაუდოდ, სარინის გაზი იქნა გამოყენებული, აშშ-ის და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ბრალდებით, სირიის მთავრობის მიერ.

რუსეთი ფიქრობს, რომ ქიმიური თავდასხმა ან დადგმული იყო, ან სირიის მთავრობის ბომბი მოხვდა მეამბოხეთა ქიმიური იარაღის საწყობს. ეს ვერსია დასავლეთის მთავრობებს დაუჯერებლად მიაჩნიათ. ტრამპმა თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG