Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლის წინ ქუთაისში შეხვედრებს მართავს


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა „უფრო დეტალურად“ ვკითხოთ ქუთაისელებს, თუ რად უნდათ პარლამენტი ქუთაისში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე საუბრისას განაცხადა. 7 აპრილს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. მანამდე მარგველაშვილი ქუთაისში სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართვას. 6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას ვერ დაესწრებიან. პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლის დროს პარლამენტის დარბაზში იქნებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG