Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსმა“ პულიცერის პრემია მოიპოვა სტატიებით მსოფლიოში კრემლის გავლენის შესახებ


გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ მოიპოვა აშშ-ის ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული, პულიცერის პრემია სტატიებისათვის, რომლებიც ასახავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალისხმევას მსოფლიოში კრემლის გავლენის გასაძლიერებლად.

პრემია ერგო სტატიებს სერიიდან „რუსეთის ბნელი ხელოვნება“, რომლის აქტუალობაც დაადასტურა აშშ-ის დაზვერვის უწყებების დასკვნამ, რომ კრემლი ჰაკერული თავდასხმებით და დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვით ცდილობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშეწყობას.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ ერთი წლის წინ შეუდგა პუტინის პოლიტიკაზე სტატიების სერიის ბეჭდვა. მან შეისწავლა, როგორ იყენებდნენ კრემლის დავალებით „ტროლების არმიებს“, დეზინფორმაციის გავრცელებას და კიბერთავდასხმებს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

„ნიუ-იორკ ტაიმსს“ ყველა სხვა მედიასაშუალებაზე მეტ, სამ კატეგორიაში ერგო პულიცერის 2016 წლის პრემიები, რომელთა ლაურეატებიც 10 აპრილს დაასახელეს.

ლაურეატებს შორის არის 300-ზე მეტი ჟურნალისტის საერთაშორისო კონსორციუმიც, რომლის დამსახურება არის „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნება. ეს მასალა მოიცავს ინფორმაციას ოფშორულ კომპანიებზე, რომლებითაც მთელ მსოფლიოში სარგებლობენ პოლიტიკური და ფინანსური ელიტის წარმომადგენლები თავიანთ ქვეყნებში საზოგადოების კრიტიკისა და გადასახადებისათვის თავის ასარიდებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG