Accessibility links

ყაზახეთის დედაქალაქის აეროპორტს პრეზიდენტ ნაზარბაევის სახელი მიენიჭა


ყაზახეთის დედაქალაქის, ასტანის აეროპორტს მიენიჭა ამ ქვეყნის სტაჟიანი ლიდერის, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის სახელი, რის შესახებაც სახელმწიფო მედია იუწყება. გაზეთ „ყაზახსტანსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული ბრძანებულებით, უკვე ძალაში შევიდა გადაწყვეტილება ასტანის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ. ნაზარბაევის სახელი უკვე მინიჭებული აქვს ეროვნულ უნივერსიტეტსა და რამდენიმე ელიტურ სასწავლებელს. ყაზახეთში მისი ძეგლებიც დგას. ნაზარბაევი 1991 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. მიმდინარე წელს ასევე შუა აზიის ქვეყანაში, უზბეკეთში აეროპორტს მიანიჭეს ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის სახელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG