Accessibility links

აშშ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა საკონტინენტთაშორისო რაკეტა


ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა საკონტინენტთაშორისო რაკეტა

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა საკონტინენტთაშორისო რაკეტა, რასაც ვაშინგტონი მიიჩნევს „საფრთხის ახალ ესკალაციად“ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის.

პენტაგონმა და სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაადასტურეს, რომ ფხენიანის რეჟიმმა რაკეტის გამოცდა შეძლო, ხოლო ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტას შეუძლია „დიდი და მძიმე ბირთვული ქობინების გადატანა“. ზოგი ექსპერტის ვარაუდით, საკონტინენტთაშორისო რაკეტის მოქმედების რადიუსი შესაძლოა წვდებოდეს აშშ-ის ალასკის შტატს და ქვეყნის ტერიტორიის ზოგ სხვა ნაწილსაც.

ტილერსონი გამოვიდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საპასუხო ზომისაკენ მოწოდებით, რადგან 3 ივლისის გამოცდა, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყანას. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდაზე ცნობის დადასტურების ფონია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელთა მსვლელობაშიც რაკეტები ისროლეს წყალში კორეის სანაპიროსთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG