Accessibility links

რატომ კლავს ადმინისტრაციული რესურსი დემოკრატიულ არჩევნებს?


ავტორი: პეტრე კარაპეტიანი

დემოკრატიული არჩევნები ეუთოს შემუშავებული დებულებით გულისხმობს საყოველთაოობას, თანასწორობას, სამართიანობას, ფარულობას, თავისუფლებას, გახსნილობას და ანგარიშვალდებულობას. შესაბამისად, რთულია არჩევნებმა დააკმაყოფილოს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები, მათ შორის თანასწორობა და სამართლიანობა, ვინაიდან ადმინისტრაციულ რესურსზე ხელი მიუწვდება მხოლოდ მმართველ პარტიას.

აღნიშნული საკითხი ყოველი არჩევნების წინ და შედეგების გამოცხადების შემდეგაც ძალიან აქტუალური თემაა ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც დაჩაგრულად მიიჩნევენ თავს და მმართველ ძალას ადანაშაულებენ ხოლმე, როგორც წესი არათანასწორი არჩევნების ჩატარებაში. იმისათვის, რომ მმართველმა ძალამ მოიშოროს აღნიშნული იარლიყი ხშირად წინა საარჩევნოდ შემოაქვთ ახალი ტენდეციები, მაგალითად ის, რომ თითოეულ პარტიას, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასაც, უფასო რეკლამის უფლება ენიჭება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში, რაც ყველა მონაწილეს ერთი შეხედვით აყენებს თანაბარ მდგომარეობაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ სამოქალაქო სექტორის ჩართულობით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ადმინისტრაციული რესურსი არის ქონება ან სხვა სახის რესურსი, რომელიც სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლადაა აუცილებელი. აღნიშნული რესურსები იყოფა რამდენიმე სახედ: სამართლებრივი (საკანონდმებლო და მარეგულირებელი) რესურსები, ინსტიტუციური რესურსები, ძალისმიერი რესურსები და მედია რესურსები. კანონმდებლობით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია წინა საარჩევნო პერიოდში (რაც გულისხმობს ორი თვის ვადას). ყველაზე ხშირად ბრალდებები ისმის ადმინისტრაციული ცოცხალი რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. მმართველი ძალა, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად ახდენს საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების ხმების თავის სასარგებლოდ მოგროვებას. პირდაპირში იგულისხმება ის მითითებები, ბრძანებები თუ მინიშნებები დასაქმებულებთან, რომ თუ არ მისცემენ მოქმედ ხელისუფლებას ხმას, მაშინ აღმოჩნდებიან ცუდ მდგომარეობაში. 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ლიდერები ყურადღებას ამახვილებდნენ მსგავს ფაქტებზე და „ნაციონალურ მოძრაობა“-ს ადანაშაულებდნენ საჯარო მოხელეების მოსყიდვაში, დაშინებასა და სხვა ქმედებებში. ირიბად მოხელეებისაგან ხმების მიღება გულისხმობს, რომ დასაქმებული ადამიანი იძულებულია მისცეს ხმა იმ დროისთვის არსებულ პარტიას, ვინაიდან მას არ აქვს გარანტია, იმისა, რომ შემდგომში მოსული მთავრობა მას სამსახურში დატოვებს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის არჩევნებში ბრალი დასდო „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაიცული რესურსის გამოყენებაში და წარმოადგინა ფოტო მასალა, სადაც ჩანს თუ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, როგორ იმყოფება საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად სტიქიის ზონაში და ათვალიერებს სალიკვიდაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბრალდება გამომდინარეობს იქიდან, რომ თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგობარეობის გამოყენება წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკრძალულია.

თუ კი ხშირად განმეორდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებით რომელიმე პარტიის გამარჯვება, აღნიშნული ფაქტი ამომრჩეველში იწვევს იმის განცდას, რომ მის ხმას არ აქვს მნიშვნელობა და არჩევნებზე მივა თუ არ მივა, ამით ვერაფერს შეცვლის. შედეგად წლების შემდეგ იკლებს ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი, რაც კიდევ უფრო მოწინავე პოზიციაში აყენებს მმართველ ხელისუფლებას და არჩევნებში ექნებათ პროცენტულად უფრო მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ნაკლებია ლეგიტიმაციის ხარისხი, ვინაიდან ქვეყანას მართავს მთავრობა, რომელიც არჩეულია ამომრჩეველთა მცირე პროცენტის მიერ. აღნიშნული ფაქტი იწვევს ქვეყანაში არეულობას და ძლიერი ოპოზიციის შემთხვევაში გამოსვლებს, გაფიცვებს, მიტინგებსა და არეულობას.

საქართველოს მაგალითზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება განპირობებულია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურითა და სისტემით. ქვეყანას არ ყავს მრავალ პარტიული პარლამენტი, ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიციური პარტია, პარტიებს შორის არ არის აზრთა თანხვედრა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. მათი მიზანი არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება. მართალია, საქართველოს არ აქვს „დემოკრატიული“ არჩევნების ჩატარების დიდი ხნის გამოცდილება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პარტია, რომელიც გადაირჩიეს, არასდროს არ გამხდარა ისეთი ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძია ზემოქმედება მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლებები მიმართავენ ყველა ხერხს, რათა არ დაკარგონ ძალაუფლება.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კლავს დემოკრატიულ არჩევნებს. ისმის კითხვა - რატომ? პასუხი მარტივია, იქ, სადაც ადამიანის არჩევანზე ზეგავლენას ახდენს, რაიმე ფაქტორი, ვერ მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეუძლებელია ყველა ამომრჩეველი განთავისუფლდეს მსგავსი გავლენისგან, რაც არცაა გასაკვირი, რადგან დემოკრატია თავად აბსტრაქტული ცნებაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG