Accessibility links

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ


ტომისლავ კარამარკო

კვირას ხორვატიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ჯერჯერობით ქვეყნის კონსერვატიული ოპოზიცია ლიდერობს. ბიულეტენების 50%-ის დათვლის შედეგად, კონსერვატორები, რომლებსაც სათავეში უდგას ქვეყნის დაზვერვის ყოფილი უფროსი ტომისლავ კარამარკო, 60 ადგილს მიიღებენ 151-კაციან პარლამენტში; 53 მანდატი ერგებათ მმართველ სოციალ-დემოკრატებს, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი ხელმძღვანელობს. წინასწარი შედეგები მეტყველებს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ბლოკი ვერ აგროვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც მთავრობის ფორმირებისათვის არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG