Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა ერთობლივი მოწოდება გაავრცელეს


რომის პაპის ვიზიტი საბერძნეთში
რომის პაპის ვიზიტი საბერძნეთში

რომის პაპმა ფრანცისკემ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ერთობლივი მოწოდება გაავრცელეს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამართული შეხვედრის შემდეგ.

მათ მიერ ხელმოწერილი მიმართვა მოუწოდებს მსოფლიოს საზოგადოებას, გამოიჩინოს სოლიდარობა დევნილებისადმი. ქრისტიანთა სასულიერო ლიდერები მიიჩნევენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე იმყოფება. საბერძნეთში მყოფმა რომის პაპმა კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკი მორია მოინახულა, შეხვდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს. რომის პაპმა მოუწოდა დევნილებს, რომ არ დაკარგონ იმედები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG