Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განაგრძობს ირანის ტერიტორიიდან სირიაზე თავდასხმებს


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები უკვე მეორე დღეა განაგრძობენ იერიშებს სირიაში მდებარე სამიზნეებზე, იმ აღჭურვილობის გამოყენებით, რომელიც ირანში მდებარე ბაზაზეა განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოდასავლეთ ირანში მდებარე ჰამადანის ბაზიდან რამდენიმე თვითმფრინავმა მიიტანა იერიში სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაზე და ყველა ხომალდი უვნებლად დაბრუნდა ბაზაზე. სამინისტროს ცნობით, განადგურებულ იქნა „150-ზე მეტი ექსტრემისტი, მათ შორის უცხოელი მებრძოლები“. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, მოსკოვი უარყოფს აშშ-ის ვარაუდს, რომ კრემლის განცხადება სირიაში არსებულ სამიზნეებზე იერიშის ირანის ბაზიდან მიტანის შესახებ გაეროს რეზოლუციას არღვევს. „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ამერიკული ინტერპრეტაცია არასწორია და დამაბნეველიო“, უთხრა წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“ 17 აგვისტოს. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 16 აგვისტოს დაიწყო საჰაერო იერიშების განხორციელება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა განაცხადა, ეს ოპერაცია შესაძლოა არღვევდეს რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას კრძალავსო. ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რუსეთს ირანში არ აქვს მუდმივი სამხედრო ბაზაო - თუმცა დასძინა, რომ ირანი რუსეთთან თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ამას ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG