Accessibility links

რუსეთის ავიაგამანადგურებელმა ავარია განიცადა ავიამზიდზე დაშვებისას


რუსეთის სუ-33 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავარია განიცადა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ დაშვებისას. ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის მედია ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ის გადაარჩინეს. სამინისტროს განმარტებით, ავარია გამოიწვია ტროსის გაწყვეტამ, რომელსაც იყენებენ ავიამზიდზე თვითმფრინავის დაჯდომისას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებშიც გაავრცელა ცნობა მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლის ავარიაზე. ის ავიამზიდთან ახლოს წყალში ჩავარდა. პილოტის გადარჩენა ამ შემთხვევაშიც შეძლეს. რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი, „ადმირალი კუზნეცოვი“, ამჟამად სირიის სანაპიროსთან იმყოფება და მონაწილეობს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG