Accessibility links

რუსეთის თანახმად, მისი საჰაერო თავდასხმისას მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 2017 წლის მაისის ბოლოს სირიის ქალაქ რაყაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეიძლება იყოს რუსეთის ავიაციის მიერ გასულ თვეში განხორცილებული თავდასხმის დროს დახოცილთა შორის. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ თავდაცვის სამინისტროს ცნობა, რომ მან სხვადასხვა წყაროს გზით შეამოწმა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადია რაყის სამხრეთში 28 მაისს მოწყობილი საჰაერო იერიშის დროს მოკლულთა შორის. ცნობით, დახოცილია 330 კაცი, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მეთაური. თავდასხმის სამიზნე იყო შეხვედრა, რომელზეც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები რაყიდან გასვლის გზებს განიხილავდნენ. ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი საყრდენია, სადაც ექსტრემისტული გაერთიანება ზეწოლის ქვეშ მოექცა აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი სირიული ძალების იერიშის გამო. სირიის დიდი ნაწილი და ერაყის ჩრდილოეთი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიკავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG