Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეწყვიტა აშშ-სთან თანამშრომლობა სირიის ცაში მოქმედი უსაფრთხოების მემორანდუმის ჩარჩოებში


აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი F/A-18E Super Hornet-ი სტატრს იღებს აშშ-ის ავიამზიდ "დუაიტ აიზენჰაუერიდან".
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი F/A-18E Super Hornet-ი სტატრს იღებს აშშ-ის ავიამზიდ "დუაიტ აიზენჰაუერიდან".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ის სამიზნედ ჩათვლის ყველა მოძრავ მფრინავ ობიექტს სირიის საჰარო სივრცის იმ ნაწილში, სადაც მისი თვითმფრინავები მოქმედებენ. რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ წყვეტს თანამოქმედებას აშშ-სთან იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს მიიღეს სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადება მოჰყვა აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავის მიერ სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა იერიში მიიტანა იმ ძალებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ ქალაქ რაყის სამხრეთით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ. 18 ივნისის განცხადებით, აშშ-ის თვითმფრინავმა 6:43 საათზე ჩამოაგდო სირიის არმიის თვითმფრინავი კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების შესაბამისად. სირიის სუ-22 ტიპის თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა „სირიის დემოკრატიულ ძალებად“ წოდებული ოპოზიციური გაერთიანების რაზმების პოზიციებზე, რომლებიც ექსტრემისტულ "ისლამურ სახელმწიფოს" და სირიის მთავრობის არმიას ებრძვიან სირიაში, და რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. სირიის არმიის თანახმად, მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავის ბედი უცნობია. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG