Accessibility links

რუსეთის პარლამენტმა მიიღო ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის კანონი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პარასკევს მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე. საკანონმდებლო შესწორებას მხარი დაუჭრია 380-მა დეპუტატმა, სამის წინააღმდეგ. კანონპროექტის თანახმად, ახლო ნათესავის მიერ ერთჯერადი ცემა, სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის რანგში გადადის. ხოლო ძალადობის განმეორების შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მომხრე რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ტრადიციულ ფასეულობებს იცავენ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროსაბჭომ რუს კანონმდებელს შესწორების უკუგდებისაკენ მოუწოდეს. საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ აღნიშნული კანონით დაუცველი დარჩებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG