Accessibility links

„როიტერი“: რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებს შორის შედგა 18 კონტაქტი


დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ესალმება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას. 2016 წლის 3 მაისი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში 18 სატელეფონო და ელექტრონული კონტაქტი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის. ამერიკის ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ანონიმური წყაროებისაგან მიღებული ცნობების მიხედვით, ამ კონტაქტების შესახებ ცნობილია საგამოძიებო უწყებებისათვის, რომლებიც მოსკოვთან დონალდ ტრამპის წარმომადგენლების შესაძლო კავშირებს ადგენენ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესი ცალ-ცალკე აწარმოებენ ამ ბრალდებების გამოძიებას. „როიტერის“ თანახმად, სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ მიმოწერას ადგილი ჰქონდა 2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე პერიოდში. სააერთაშორისო სააგენტოს რეზონანსულ ინფორმაციას წინ უსწრებდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სპეციალური მრჩევლის დანიშვნა. აშშ-ის ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი ზედამხედველობას გაუწევს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთისა და დონალდ ტრამპის შესაძლო კავშირების გამოძიებას. იუწყებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას კონგრესში მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე - რესპუბლიკელმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG