Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: უკრაინელ რეჟისორს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ოლეგ სენცოვისა და ალექსანდრ კოლჩენკოს მხარდამჭერი აქცია კიევში.
ოლეგ სენცოვისა და ალექსანდრ კოლჩენკოს მხარდამჭერი აქცია კიევში.

რუსეთის სასამართლომ „ტერორიზმის“ გამო 20 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა უკრაინელ კინორეჟისორს, ოლეგ სენცოვს. დონის როსტოვის სასამართლომ განაცხადა, რომ სენცოვმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ტერორისტული ჯგუფი შექმნა და თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა. პროცესზე კიდევ ერთ განსასჯელს, ასევე უკრაინელ ალექსანდრ კოლჩენკოს 10 წლით მიესაჯა ციხე. სენცოვი, რომელიც ყირიმელია და გამოდიოდა რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსირების წინააღმდეგ, დააპატიმრეს 2014 წლის მაისში. გასულ კვირაში პროკურორებმა მისთვის 23 წლით მოითხოვეს თავისუფლების აღკვეთა, ტერორისტული ჯგუფის შექმნის, თავდასხმების დაგეგმვის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო მოპოვების ბრალდებების საფუძველზე. 39 წლის კინორეჟისორი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 19 აგვისტოს მან სასამართლოს განუცხადა „ოკუპანტების მიერ ჩატარებული პროცესი შეუძლებელია სამართლიანი იყოსო.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG