Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვების გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსანი“


ბავშვების გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსანი“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

4 თებერვალს თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ‘ვეფხისტყაოსანს’“ პრეზენტაცია. პროექტს სტუდია „ტელევეზირი“ ახორციელებს. პროექტის მონაწილეები ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხვდებიან ბავშვებს და პოემის ამა თუ იმ სტროფს ახატვინებენ, ასევე ახმოვანებინებენ კიდეც. ამის შემდეგ ბავშვების ნახატებს ანიმატორები აცოცხლებენ. პროექტის მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციური ვერსიის შექმნაა. ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში 7 თებერვლამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG