საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაიწყო სამაუწყებლო კომპანიის, ”რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა. ტელეკომპანიის ადვოკატები ითხოვენ, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, “რუსთავი 2“-ის მფლობელად გამოცხადდა ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში. ადვოკატების ინფორმაციით, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას თხოვდნენ, თუმცა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს არ დათმობენ და მაყურებლებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, ტელეკომპანია დაიცვან.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი