Accessibility links

25 წლის წინ გაფორმდა დოკუმენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ


ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერა

დღეს, 8 დეკემბერს, შესრულდა 25 წელი ბელოვეჟის შეთანხმებების ხელმოწერიდან, რამაც სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის დაშლას. 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა, ბორის ელცინმა, ლეონიდ კრავჩუკმა და სტანისლავ შუშკევიჩმა ბელოვეჟის ტყეში მდგარ სამონადირო ქოხში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელმაც დაასრულა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და გეოპოლიტიკური რეალობის არსებობა. ამ დოკუმენტის პირველი მუხლის თანახმად, შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. იმავე 1991 წლის 12 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ ბელოვეჟის შეთანხმებების რატიფიკაცია მოახდინა. ამ დროისთვის დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის 15-ივე რესპუბლიკას. 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. რუსეთის „ლევადას ცენტრის“ მიერ, ბელოვეჟის შეთანხმებების 25-ე წლისთავზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (56 პროცენტი) სინანულს გამოთქვამს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, თუმცა მხოლოდ 12 პროცენტს სურს ქვეყნის აღდგენა უწინდელი სახით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG