Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ნაპირებთან 34 მიგრანტი დაიღუპა


გადარჩენილი მიგრანტები
გადარჩენილი მიგრანტები

საბერძნეთის კუნძულ ფარმაკონისის ნაპირებთან 34 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიხრჩო მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. სანაპირო დაცვის წარმომადგენლის ვარაუდით, დაღუპულების რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან, ან ქვეყნებიდან არის მსხვერპლი.

სანაპირო დაცვა იუწყება, რომ გადაარჩინეს 68 ადამიანი და ამავე ნავში მყოფმა 30-მა ადამიანმა თვითონ მიაღწია ფარმაკონისის ნაპირებს. უბედური შემთხვევის ფონს ქმნის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილიკი ტანუს მოწოდება ევროკავშირისადმი, მომზადდეს უფრო მასშტაბური პროგრამა მიგრანტების მზარდი ნაკადისათვის თავის გასართმევად.

მიგრანტების დიდ ნაწილს შეადგენენ სირიიდან ლტოლვილები, რომლებიც ომს და ძალადობას გაურბიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG