Accessibility links

ნატო და აშშ: საჭიროა რუსეთთან დიალოგი „ძალის პოზიციიდან“


იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი და აშშ-ის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე „ძალის პოზიციიდან“.

სტოლტენბერგის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აშშ ნატოსა და ტრანსატლანტიკური კავშირის ერთგული რჩება.

გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის მესიჯი ისაა, რომ სურს დიალოგი რუსეთთან „ძალის პოზიციიდან“. დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობათა განვითარება. მან ნატოს შესახებ თქვა, რომ ის "მოძველებულია", თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსი კვლავ „ძალიან მნიშვნელოვანია“ მისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG