Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ემზადება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის


სამხედრო სწავლება კრწანისის ბაზაზე, 2 მარტი 2017 წ.
სამხედრო სწავლება კრწანისის ბაზაზე, 2 მარტი 2017 წ.

მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოში დაიწყება რიგით მესამე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“. როგორც თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სწავლება 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე. მინისტრის თქმით, 2015 წელს ჩატარებული პირველი სწავლების შემდეგ, „ღირსეული პარტნიორის“ მასშტაბი გაიზარდა და წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის ქვედანაყოფები, კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთია და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2800-ზე მეტი სამხედრო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწავლება მიზნად ისახავს სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალთა საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდას და მისი მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას. იზორიამ აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ მიმართული არ არის არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ამოცანაა პარტნიორთა შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG