Accessibility links

სამშვიდობო მოლაპარაკება პარიზში


ვლადიმირ პუტინი, ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები დღეს იკრიბებიან პარიზში, რათა უკრაინაში არამყარი მშვიდობის კონსოლიდაცია მოახდინონ.

მოელიან, რომ შეხვედრაზე, სხვა თემები, სირიიდან ლტოლვითა კრიზისი და სირიაში ომში რუსეთის ავიაციის ჩართვა, გადაფარავს უკრაინის თემას. თუმცა აუცილებლად იქნება მსჯელობა უკრაინაში თითქმის სრულიად მიღწეული მშვიდობის შენარჩუნებაზე.

მთავარი საკითხებია სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება ამ თვეში, მეამბოხეთა რეგიონებში საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვება და ფრონტის ხაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა.

უკრაინამ მოახერხა ამ კვირაში ბუფერული ზონიდან მცირე იარაღის გატანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG