ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა ადრევე დაიწყეს შეკრება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც დევიზით ”ევროპული არჩევანი,” 16 საათზე დაიწყო პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ”ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეების შეკრება, მოვა ბევრი ადამიანი, ერთმანეთს გაამხნევებს და იტყვის, რომ საქართველომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა იაროს" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. აქციის დაწყებამდე 3 საათით ადრე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ პოლიციას რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით კოლონების გადაადგილება არ შეუფერხებია, რაც იმის დასტურად შეაფასა, რომ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი საგანგებო განცხადების შემდეგ ”ხელისუფლება გონს მოვიდა.”
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ ეს ვანო მერაბიშვილს სურს. ”დღევანდელი აქციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ იციან რატომ გამოდიან, რადგან მიზეზად ხან დემოკრატიის გადარჩენას ასახელებენ და ხან იმას, რომ საქართველოს ევროპაში ყოფნა სურს”, - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს თინა ხიდაშელმა. მისთვის გაურკვეველია, ” რომელ კარს ამტვრევს ”ნაციონალური მოძრაობა, რადგან არ იცნობს ადამიანებს, რომლებსაც ევროპასთან ყოფნა არ სურთ. ”თუ ჩამოყალიბდებიან და ადმიანებისთვის გასაგები კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ, შესაძლოა, უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის შეფასებით, დღევანდელი აქციით ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს შესძენს და დამკვიდრდება ახალი სტანდარტი იმისა, თუ რას ნიშნავს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია. "დღევანდელი აქციით ნაციონალური მოძრაობა აჩვენებს, რომ იგი არა მხოლოდ განაგრძობს საქმიანობას, როგორც ყველაზე ქმედითი პარტია, არამედ განახლებას განიცდის”, - განაცხადა კანდელაკმა. მისივე თქმით, საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა და მთავრობის ინტერესი უნდა იყოს, რომ აქციაზე რაიმე ექსცესი არ მოხდეს.