Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება“ და მოქალაქეები "მოსმენების კანონის" წინააღმდეგ


კამპანიის, „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ფოსტით გაგზავნეს 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელი ე.წ. მოსმენების კანონზე.

კამპანიის მონაწილეთა ინიციატივით, ელექტრონული სარჩელები გასულ კვირაში შეგროვდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ”ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, თუმცა პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები და ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას“, - ნათქვამია კამპანიის, „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეთა განცხადებაში. მათივე შეფასებით, ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკი.

საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს ახალი სტრუქტურა, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. კამპანიის, „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეთა მთავარი პრეტენზია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ახალი სააგენტო კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG