Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია და ბალკანეთის ქვეყნები სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ


ვენის შეხვედრის მონაწილეები
ვენის შეხვედრის მონაწილეები

ავსტრიამ შეთანხმებას მიაღწია მის ბალკანელ მეზობლებთან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების თაობაზე. ვენაში 24 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრები - ავსტრია, ალბანეთი, სლოვენია, ხორვატია და ბულგარეთი, მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ შეუძლებელია მიგრანტების შეუზღუდავი რაოდენობის მონაცემთა გადამუშავება და ყველა მსურველის თავშესაფრით დაკმაყოფილება. უსაფრთხოების ინტერესები და სოციალური სამართლიანობა კი მიგრანტთა რაოდენობის შეზღუდვას მოითხოვს. ვენის შეხვედრის მონაწილეები არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ საბოლოდ საზღვრების ჩაკეტვაც მოუხდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG