Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო გარემოზე


მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო გარემოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:08 0:00

20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო გარემოზე. გადაცემის დასაწყისში მიხეილ ბენიძე გამოეხმაურა 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს. შსს-ს განცხადების თანახმად, ყიზილაჯლოში, ""ქართული ოცნების" შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს". მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გამოძიება და მიუხედავად იმისა - დანაშაული იყო, თუ არა ჩადენილი პოლიტიკური მოტივით, ასეთი მძიმე ფაქტი აუცილებლად ახდენს ზეგავლენას საარჩევნო გარემოზე. რაც შეეხება ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს, მასში ასახულია მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. მიხეილ ბენიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ზეწოლა/მუქარის ფაქტებზე და რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზეც ილაპარაკა. "დილის საუბრების" სტუმარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა გამოეხმაურა კიდევ ორ საკითხს - სახალხო დამცველის შერჩევაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერის ფაქტს.

XS
SM
MD
LG