Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი DCFTA-ს პოპულარიზაციისთვის ახალ პროექტს იწყებს


ევროკავშირი DCFTA-ს პოპულარიზაციისთვის ახალ პროექტს იწყებს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

ზაალ ანჯაფარიძე, ორგანიზაცია People in Need-ის პროექტის მენეჯერი გვესაუბრება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე - "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები". პროექტის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შეთანხმებასთან დაკავშირებულ დეტალებში მცირე მეწარმეების გათვითცნობიერება. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ერთგვარი საინფორმაციო ქსელის შექმნას ისე, რომ სოფლად მცხოვრებ პირს დაინტერესების შემთხვევაში შეეძლოს საჭირო ინფორმაციის მიღება DCFTA-ს დეტალებზე. ზაალ ანჯაფარიძემ, რომელიც წარმოადგენს პროექტის ხელმძღვანელ ორგანიზაციას, აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი ამოცანა რეგიონებში ანტიდასავლური პროპაგანდისა და ევროსკეპტიკური განწყობების დანერგვის მცდელობის განეიტრალებაც არის.

XS
SM
MD
LG