Accessibility links

სერგეი ლავროვი სოხუმში

19 აპრილს სოხუმში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა. ლავროვი აფხაზეთში სამშაბათს ჩავიდა. სამშაბათსვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ჩასვლა უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს, და წარმოადგენს „მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას“, რაც მიზნად ისახავს ეთნოწმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG