Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია შარაპოვას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს


მარია შარაპოვა
მარია შარაპოვა

რუს ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მას შემდეგ, რაც შარაპოვა სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად აკრძალული ნივთიერების გამოყენებაში ამხილეს.

დისკვალიფიკაცია, რომელიც 8 ივნისს გამოაცხადეს, ძალაში შედის 2016 წლის 26 იანვრიდან, რაც ნიშნავს, რომ შარაპოვა პროფესიონალურ დონეზე მატჩებს ვერ გამართავს 2018 წლის 26 იანვრამდე. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში. შარაპოვა "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია. 7 მარტს მან ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ იანვარში სისხლში აღმოუჩინეს მელდონიუმი. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA-ს) მელდონიუმი სულ ცოტა ხნით ადრე - 1 იანვრიდან - ჰქონდა შეტანილი აკრძალული პრეპარატების სიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG