Accessibility links

სანკტ-პეტერბურგში აფეთქების შემდეგ ექვსი შუააზიელი დააკავეს


ეჭვმიტანილის მშობლები სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში დააკავეს შუა აზიის ქვეყნების ექვსი მოქალაქე ისლამისტური ჯგუფებისათვის ხალხის გადაბირებაში ეჭვმიტანით. ეს ცნობა გავრცელდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოეწყო აფეთქება, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ აფეთქებაში ყირგიზეთში დაბადებული პირის, ეთნიკურად უზბეკი აქბარჯონ ჯალილოვის, ეჭვმიტანის შემდეგ, პოლიცია გაამკაცრებს ზომებს რუსეთში შუა აზიიდან და კავკასიიდან ჩასული მიგრანტების მიმართ.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00
Direct link

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, „ამჟამად“ მას ხელთ არა აქვს მტკიცებულება, რომ სანკტ-პეტერბურგში დაკავებულ პირებს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ ყირგიზეთში დაბადებულ მამაკაცთან, რომელიც ეჭვმიტანილია 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში. ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა 5 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება ექვსი შუააზიელის დაკავებაზე. ტექსტში ნათქვამია, რომ დაკავებულები რუსეთში სამუშაოდ ჩავიდნენ და ეჭვმიტანილი არიან სხვა შუააზიელი მიგრანტების გადაბირებაში, ჩაიდინონ "ტერორთან დაკავშირებული დანაშაულები" და შეუერთდნენ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც აკრძალული არიან რუსეთში, მათ შორის ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 აპრილს მოსკოვში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიაევთან შეხვედრის დროს, ისაუბრა საფრთხეზე, რომელსაც ექსტრემისტები უქმნიან მთელ რეგიონს.

„რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის პოზიცია რეგიონში. ვგულისხმობ იმ დაძაბულობას, რომელიც ამა თუ იმ სახით აისახება ჩვენზეც, მეზობელ ქვეყნებზე, და მოდის, პირველ რიგში, რასაკვირველია, ავღანეთიდან“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვში, უზბეკ კოლეგასთან შეხვედრისას.

რუსეთის ფედერალურისაგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ჩხრეკა ჩაატარა სახლში, რომელშიც ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი და რომ დაკითხულ იქნა 40-მდე მოწმე. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს მომენტი, როგორ გადის ჯალილოვი შენობიდან ჩანთითა და ზურგჩანთით.

ის, რომ ჯალილოვი არის მიჩნეული მეტროში აფეთქების მომწყობად, რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა 4 აპრილს გამოაცხადა. როგორც ის იუწყება, დადგენილია, რომ ჯალილოვმა აამოქმედა ბომბი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მეტროს ორ გაჩერებას შორის მატარებლის გადაადგილების დროს აფეთქდა და რომ გამომძიებლებმა მიაკვლიეს ჯალილოვის „გენეტიკურ კვალს“ ბომბიან ზურგჩანთაზეც, რომელიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი პეტერბურგის მეტროს სხვა სადგურზე.

ამ განცხადების გავრცელების დღესვე ყირგიზეთში გამომძიებლებმა დაკითხეს ჯალილოვის მშობლები, რომლებიც სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში ცხოვრობენ. მოგვიანებით ისინი სანკტ-პეტერბურგში ჩაიყვანეს.

არ მჯერა, რომ ჩემმა შვილმა ასეთი რამ ჩაიდინაო, უთხრა ეჭვმიტანილის დედამ, ოდინახონ ჯალილოვამ, ჟურნალისტებს პეტერბურგის აეროპორტში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG