Accessibility links

სობჩაკი „მიუღებლად“ მიიჩნევს აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევას


რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის თქმით, მოსკოვი, როგორც ჩანს, მართლაც ჩაერია 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც სობჩაკი „მიუღებლად“ მიიჩნევს. ეს მოსაზრება მან გამოთქვა 8 თებერვალს ცნობილ ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

„ჩანს, ამაში მართლაც ჩვენი ხელი ურევია. თუ მართლაც ასეა, მინდა ბოდიში მოვიხად“, უთხრა სობჩაკმა ჟურნალისტ კრისტიან ამანპურს.

როგორც აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა 2017 წლის იანვარში გამოაცხადეს, მათ დაადგინეს, რომ პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა დავალება აშშ-ში 2016 წლის არჩევნებზე „გავლენის კამპანიის“ შესახებ. კამპანიის მიზნებს შორის იყო აშშ-ში დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობის შერყევა, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, გამარჯვების შანსის ხელშეწყობა და ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონის, დისკრედიტაცია.

ამჟამად აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და კონგრესის სამი კომიტეტი აწარმოებს გამოძიებას რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და მოსკოვთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირების დასადგენად. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ბრალდებებს უარყოფენ.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი

CNN-თან ინტერვიუს ბოლოს ქსენია სობჩაკმა თქვა, რომ აქვს „მესიჯი ამერიკისათვის“: როცა ცდილობ ვითარების დესტაბილიზაციას ისეთ დიდ ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, ეს კარგს არავის არაფერს მოუტანსო, განაცხადა ქსენია სობჩაკმა კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG