Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს


ოპოზიციის აქცია ერევანში, 28 ივლისი
ოპოზიციის აქცია ერევანში, 28 ივლისი

სომხეთის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მათ ბრალად ედებათ მასობრივი მღელვარების ორგანიზება.

2 აგვისტოს ერევნის ერთ-ერთმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ წევრებს, დავიდ სანსარიანს და ჰოვსეპ ხურშუდიანს და სამოქალაქო მოძრაობის - „აღსდექით“ - ლიდერს, ანდრეას ღუკასიანს.

17 ივლისს ერევანში პოლიციის ერთ-ერთ სადგურზე შეიჭრა შეიარაღებული პირების ჯგუფი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ რადიკალურ ოპოზიციურ მოძრაობასთან. შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისგან მოითხოვდა მოძრაობის ლიდერის, ჯერარ სეფილიანის ციხიდან გათავისუფლებას და გადადგომას.

ორი კვირის განმავლობაში აქციებს შეიარაღებული ჯგუფის ათასობით მომხრე უერთდებოდა, რაც დროდადრო შეტაკებებს იწვევდა პოლიციასთან. შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციას 31 ივლისს ჩაბარდა. ძალადობას ემსხვერპლა ორი პოლიციელის სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG