Accessibility links

აშშ: რუსეთთან ტრამპის სავარაუდო კავშირების გამოძიება


რობერტ მიულერი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი დანიშნა სპეციალურ მრჩევლად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთისა და დონალდ ტრამპის შესაძლო კავშირების გამოძიებას. კონგრესში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა წევრებმა. სპეციალურ მრჩეველს მინიჭებული აქვს უფლება, მის მიერვე დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, დამოუკიდებლად, თეთრ სახლთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციების გარეშე გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ და ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. აშშ-ის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, როდ როზენსტაინის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო არა იმიტომ, რომ „საფუძვლიანია გამოთქმული ბრალდებები და დანაშაულს მართლა ჰქონდა ადგილი“, არამედ სპეციალური მრჩეველი საჭიროა იმისათვის, რომ ამერიკელ ხალხს „ჰქონდეს სრული ნდობა გამოძიების შედეგებისადმი.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG