Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამეს სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის საქმეზე დააკავეს 27 ეჭვიმიტანილი


თურქეთის პოლიციამ დააკავა 27 პირი, რომლებსაც, სამართალდამცველთა თქმით, ხელი ურევიათ ახალი წლის ღამეს სტამბოლის კლუბ „რეინაში“ მოწყობილ ტერაქტში. იმ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც „ანადოლუს“ საინფორმაციო სააგენტო იუწყება, დაკავებულთა უმრავლესობა შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდანაა: ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან. ამავე ცნობის თანახმად, დაკავებულთა შორის 15 ქალია. 9 იანვარს თურქეთის პოლიციამ დააკავა თავდასხმის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი პირი, უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი, რომელიც, გავრცელებული ცნობების თანახმად, ავღანეთში გაწვრთნეს. ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. კლუბ „რეინაზე“ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის განცხადებით, ეს იყო შურისძიება სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩარევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG