Accessibility links

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელსაც სანტა კლაუსის სამოსი ეცვა, 39 კაცი მოკლა და 60-ზე მეტი დაჭრა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში და მის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა პირმა შენობის შესასვლელის წინ მდგარი პოლიციელი მოკლა და შემდეგ სროლით შეიჭრა ღამის კლუბში, სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. იუწყებიან, რომ დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელები არიან. სტამბოლის გუბერნატორმა ვასიდ საჰინმა თავდასხმას უწოდა „ტერორისტული“ აქტი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით, თავდასხმის მიზანი იყო არეულობის გამოწვევა თურქეთში. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. თავდამსხმელმა ისარგებლა აურზაურით და მიმალვა მოახერხა. დიდი ძალებია მობილიზებული მის შესაპყრობად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG