Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატომ შესაძლოა გაზარდოს ავღანეთში მყოფი სამხედროების რიცხვი


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ახლოს არის გადაწყვეტილებასთან იმის თაობაზე, გაზარდოს თუ არა ავღანეთში თავისი სამხედროების რიცხვი ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლის მხარდასაჭერად.

სტოლტენბერგმა გერმანიის გაზეთ „ველტ ამ ზონტაგს“ უთხრა 30 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომ უსაფრთხოების მხრივ არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ნატომ შესაძლოა გაზარდოს ავღანეთში მყოფი სამხედროების რიცხვი, რომელიც ამჟამად 13 ათასია. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს სურს, ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ჯარების შესაძლო გაზრდაზე და სამხედროების განთავსების ვადის გაგრძელებაზე.

ნატოს ჯარები ავღანეთში იმყოფებიან "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში ადგილობრივი ჯარების გასაწვრთნელად და დასახმარებლად. ამავე მისიაში მონაწილეობენ ქართველის სამხედრო მოსამსახურეებიც, ამჟამად 870-მდე კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG