Accessibility links

რუსეთის უშიშროების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრი დააკავა


შვიდიდან ერთ-ერთი იმ შვიდი პირიდან, რომლებიც რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ეკატერინბურგში

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, მან ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავა სავაორაუდოდ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შვიდი წევრი. როგორც უწყება იტყობინება, 7 თებერვალს დააკავეს რუსეთის და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ცნობის მიხედვით, დაკავებულები გეგმავდნენ „მსხვილ ტერორისტულ თავდასხმებს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მასალით" მოსკოვში, პეტერბურგში და სვერდლოვსკში. ეფესბეს თანახმად, მან მიაგნო ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელ ლაბორატორიას. როგორც იტყობინებიან, ჯგუფს მეთაურობდა თურქეთიდან რუსეთში ჩასული პირი. რუსეთის ხელისუფლების ვარაუდით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს რუსეთის სამი ათასი მოქალაქე შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG