Accessibility links

სირიელი აქტივისტების შეფასებით, ქალაქ ალეპოსათვის ბრძოლა მალე დასრულდება


სირიელი აქტივისტების შეფასებით, მალე დასრულდება ბრძოლა სირიის ქალაქ ალეპოსათვის, სადაც მთავრობის ჯარები განაგრძობენ წინსვლას მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ რაიონებში. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, რომელიც 12 დეკემბერს გავრცელდა, მეამბოხეებმა უკან დაიხიეს აღმოსავლეთ ალეპოს კიდევ ექვსი რაიონიდან. 12 დეკემბერს უფრო ადრე, რუსმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ სირიის მთავრობის ჯარი აკონტროლებს ალყაშემორტყმული ალეპოს 95%-ზე მეტს. ალეპო 2012 წლიდან იყო გაყოფილი ორ ნაწილად, რომელთაგან დასავლეთს მთავრობა, აღმოსავლეთს კი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. სირიის ჯარების იერიშმა, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით ხორციელდება, განვლილი თვის განმავლობაში ოპოზიციონერებს თითქმის მთელი აღმოსავლეთი ალეპო დააკარგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG