Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 კაცი დაიღუპა ქაბულში კანადის საელჩოზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადის საელჩოს 14 ნეპალელი მცველი დაიღუპა თალიბი თვითმკვლელის მიერ სამხედროების ავტობუსზე ქაბულში მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელ სადიყ სადიყის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაჭრილია რვა კაცი. ერთ-ერთი დაჭრილის სიტყვებით, ნეპალელთა ჯგუფი უსაფრთხოების სამუშაოების შესრულების შემდეგ რეზიდენციის შენობას ტოვებდა და მინიავტობუსით ქაბულიდან ჯალალაბადში აპირებდნენ გამგზავრებას, როდესაც ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა მათ შორიახლოს თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მომხდარ თავდასხმას უწოდა „გამიზნული იერიში უცხოელი დამპყრობლების დამცველებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG