Accessibility links

ქაბულში თავს დაესხნენ კერძო ტელეკომპანიას


ქაბულში ორი ადამიანი მოკლეს და, სულ ცოტა, 20 დაჭრეს კერძო ტელეკომპანიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოკლულია ორი მცველი, ისევე როგორც ორი თავდამსხმელი. ტელეკომპანია „შამშადის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბედ ეჰსასმა მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თავდამსხმელებს პოლიციელების ფორმა ეცვათ. როგორც იუწყებიან, ავღანეთის სპეცდანიშნულების შენაერთმა კედელი შეანგრია შენობაში შესაღწევად და თავდამსხმელების გასანეიტრალებლად. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, დაიჭრა ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი, ხოლო ზოგი ფანჯრიდან გადახტა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელმა, სამხრეთ აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე ომარ ვარაიჩმა თავდასხმას უწოდა „საზარელი დანაშაული“, რომელიც ცხადყოფს, რამდენად დიდ საფრთხეში არიან ავღანელი ჟურნალისტები თავიანთი საქმის კეთებისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG